20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ენმ აჭარის მთავრობას რუს გავლენიან პირებთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია აბულაძე აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია და ბულვარის ნაწილი, აჭარის მთავრობამ გავლენიან პირებზე კორუფციული გარიგებით გაასხვისა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აუდიტის სამსახურს საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„აჭარის მთავრობა გარიგებულია რუსეთის გავლენიან პირებთან და ამასთან ერთად კორუფციული გარიგებებით ახდენს სახელმწიფო საკუთრების გასხვისებას. ხედავთ, რომ გასხვისებულია ბათუმის ახალ ბულვართან ტერიტორია და ბულვარის ნაწილი. მორიგების აქტში წერია, რომ ეს ნაწილი უნდა დაიტვირთოს სერვიტუტით და თურმე კერძო პირის საკუთრებაა და შემდგომ მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს,“-ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე.

დღის ამბები