ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში გასამარჯვებლად "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა იბრძოლებს. პარტიამ ცესკოში დასარეგისტრირებელი განაცხადი დღეს შეიტანა.
პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ და რაიონის განვითარებაში წვლილს შეიტანენ.
„ევროპულმა საქართველომ" დღეს წარადგინა გიგი უგულავას კანდიდატურა ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ჩვენი მიზანია გამარჯვება და არა უბრალოდ მონაწილეობა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება იქნება პირველი ნაბიჯი იმ პროცესებისა , რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლისაკენ და საქართველო დადგება და დაუბრუნდება განვითარების გზას,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან თარხნიშვილმა.