რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია. თუმცა სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასავლეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა.
მარია ზახაროვამ სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს ბრიტანელების მიერ დადგმული სპექტაკლი და გლობალური პროვოკაცია უწოდა.
მან კიდევ ერთხელ უარყო სოლსბერის თავდასხმასთან რუსეთის კავშირი და განაცხადა, რომ მოსკოვი დიპლომატების მასშტაბურ გამოძევებას ადეკვატურად უპასუხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ პერფომანსს, რომელსაც მართავენ ბრიტანელი პოლიტიკოსები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად. როგორ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება, როდესაც ბრიტანეთის მთავარი ფიგურები, პრემიერ მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ჩათვლით არ ეკონტაქტებიან რუსეთის წარმომადგენლებს
ამის ნაცვლად ისინი საკუთარ პარლამენტში სკანდირებენ ლოზუნგებს. რატომღაც მოწამვლის ფაქტები სულ ბრიტანეთში ხდება, გამოძიებას კი ასაიდუმლოებენ.
ქვეყნები, რომლებიც ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად აძევებენ დიპლომატებს და სოლიდარობას უწოდებენ ამას, დიდ შეცდომას უშვებენ.
ჩვენ ჯერ ვმუშაობთ საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ და ის იქნება ადეკვატური,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვამ.