20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
„რუსეთის მხარეს არ აქვს ნება, რომ შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები,“ - თამარ ხულორდავა 

„რუსეთის მხარეს არ აქვს ნება, რომ ეს კონფლიქტი გადაწყდეს და არ აქვს ნება, რომ შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები,“ - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გააკეთა.

მოსკოვის პოლიტიკური გზავნილები დილიდან თბილისში პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა გახდა.

„რუსეთის მხარეს არ აქვს ნება, რომ ეს კონფლიქტი გადაწყდეს და არ აქვს ნება, რომ შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები. ცალკე ფორმატის შექმნის აუცილებლობას მე პირადად ვერ ვხედავ, შეგახსენებთ, რომ ამჯერად ვინაიდან იყო განსაკუთრებული ინტერესი ჟენევის ამ რაუნდის მიმართ, საგარეო კომიტეტის ფარგლებში გავმართეთ ჩვენ სპეციალური შეხვედრები,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნის განცხადებას რომ კვირიკაშვილის წერილი კრემლს მოეწონა, ტატუნაშვილის რეზოლუცია კი არა, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. 

დღის ამბები