საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა უკვე გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-ს შვეიცარიის საელჩოში დაუდასტურეს.
ოფიციალურ ნოტაში ნათქვამია, რომ რუსმა დიპლომატმა საქართველო 7 დღეში უნდა დატოვოს.
შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენას, რუსი დიპლომატის გაძევების მიუხედავად, მომავალშიც გააგრძელებს.
"შვეიცარიას აქვს განსაკუთრებული მანდატი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას რუსეთში და რუსეთის ინტერესების დაცვას საქართველოში, ნოტა არ იმოქმედებს საელჩოს ამ მანდატზე,"-განუცხადეს "რუსთავი2"-ს საელჩოში.