20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
საქართველო ქვეყნიდან რუსი დიპლომატს აძევებს - რუსეთმა საქართველოს ნოტის შესწავლა დაიწყო  

საქართველო დასავლეთის პროტესტს უერთდება და ოფიციალური თბილისი ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას იღებს. შესაბამისი ნოტა შვეიცარიის საელჩომ უკვე მიიღო და უწყებაში მოქმედ რუსეთის ინტერესების ჯგუფს გადასცა.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში მომუშავე 10 რუსი დიპლომატიიდან კონკრეტულად ვის შეეხო ქართული სანქცია. თუმცა „კურიერთან“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა განმარტავს, რომ საქართველოს ნოტა რუსეთის ინტერესთა სექციის ტექნიკურ თანამშრომელს ეხება და მისი შესწავლა რუსეთში უკვე დაიწყეს.

ზახაროვას კომენტარიდან ირკვევა, რომ ნოტა არ ეხება ევგენი კონიშევს, რომელიც რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელია საქართველოში და მანამდე კი რუსეთის კონსული იყო გიუმრიში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რასაც სამი ადამიანის უმძიმესი მოწამვლა მოჰყვა.  

ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯს სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის შედეგს და დაგვიანებულს უწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები