რუსეთი ქვეყნიდან აშშ-ს 58 დიპლომატს აძევებს. კრემლის გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
რუსეთის საგარეო სამინისტრომ აშშ-ის 58 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის და აშშ-ის საპასუხოდ მიიღო.
ოფიციალური მოსკოვი დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე დღეს აძლევს.
სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსი დიპლომატები აშშ-მა და ევროპის 27 ქვეყანამ გააძევა.
სკრიპალების საქმიდან დღემდე ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა, ჯამში, 150-მდე დიპლომატი გააძევეს.