საქართველო იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევას შემოუერთდა - ასე გამოეხმაურნენ ქართული მხარის მიერ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ვაშინგტონში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო რუსეთის უშუალო სამეზობლოში მდებარეობს.
ჰიზერ ნოიერტის თქმით, შეერთებული შტატების ძალისხმევას დიდი ბრიტანეთის მხარდასაჭერად, უკვე 28 ქვეყანა შეუერთდა და რუსეთის დიპლომატიური უწყების 153 თანამშრომელს საკუთარი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.