რუს დიპლომატს საქართველოს ტერიტორიის დატოვებისთვის შვიდ დღიანი ვადა აქვს. ქართული მხარე რუსეთის ნაბიჯს ელოდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ზურაბ აბაშიძე ვერ აკონკრეტებს, შეუშლის თუ არა ხელს რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით თბილისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრას.
კონსულტაციების მორიგი რაუნდი პრაღაში აპრილში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
ზურაბ აბაშიძის თქმით, საჭიროა ქვეყანა რუსეთის რეაგირებას დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს სამომავლო გეგმები.
„ვნახოთ, შევხედოთ როგორ იქნება. დრო დასჭირდება იმას რათა დავინახოთ რუსეთის მხარის რეაქცია როგორი იქნება. ექსპერტებს სჯობს კითხოთ, იმათმა მეტი იციან.
ჯერჯერობით არ გვაქვს ჩვენ დაგეგმილი ჩვენი შეხვედრები, სხვა თემებს ეხება, როგორც იცით უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.