20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
რუსეთის პასუხი შეერთებულ შტატებს - ქვეყნიდან გაძევებული 60 ამერიკელი დიპლომატი და დახურული საკონსულოები 

რუსეთს 60 ამერიკელი დიპლომატი დატოვებს. დაიხურება ასევე სანკტ-პეტერბურგში მოქმედი შეერთებული შტატების საკონსულო.

დასავლეთის ქმედების საპასუხო გადაწყვეტილების შესახებ მოსკოვში დღის ბოლოს განაცხადეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თმით, კრემლის საპასუხო ზომები ანალოგიური იქნება ყველა იმ ქვეყნის მიმართაც, რომლებმაც სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

"ჩვენს მიერ მიღებული ზომები სარკისებური იქნება. საპასუხო ქმედებები მოიცავს ამერიკელი დიპლომატების შესაბამისი რაოდენობის გაძევებას რუსეთიდან. ასევე სანკს-პეტერბურგში მოქმედი შეერთებული შტატების საკონსულოს მუშაობის შეჩერებას. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების რაოდენობას, რომლებიც რუსეთს დატოვებენ, ჩვენი ქმედებები აქაც სარკისებური იქნება. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ რეაგირებით იმ მიუღებელ ქმედებებზე, რომლებიც "სკრიპალის საქმის" მოტივით ჩვენს წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად განხორციელდა.

მოსკოვის ქმედებას გაუმართლებელს უწოდებენ ვაშინგტონში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატები მოსკოვის ქმედებაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

თეთრ სახლში ამერიკელი დიპლომატების გაძევების შედეგად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუარესებას პროგნოზირებენ.

დღის ამბები