ორშაბათს უნდა გახდეს ცნობილი გააგრძელებს თუ არა თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობს „სითი ინსტიტუტი“. არ არის გამორიცხული დედაქალაქის მერიამ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტოს.
დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ პოზიციების შეჯერების შემთხვევაში იქნება.
უწყებაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ამჟამინდელი რედაქციით წარმოდგენილი პროექტი მათთვის მიუღებელია.
„შესაძლებელია შეუჩერდეს, შესაძლებელია გაუგრძელდეს, ყველაფერი შესაძლებელია. სანამ ორშაბათს მერიას არ ექნება პასუხი, მანამდე ყველაფერი შესაძლებელია,“-აცხადებს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.