02 მაისი 2024,   23:37
ვრცლად
ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან გადადგა

ინფრასტრუქტურის მინისტრი თანამდებობას ტოვებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ალავიძეს ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება. 

„რამდენიმე დღის წინ მან მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების შესახებ. მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვერ შევძელი, ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება“ - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, ზურაბ ალავიძე იყო ძალიან წარმატებული მინისტრი, რომელიც იყო ყოველთვის ბიუროკრატიის წინააღმდეგი.

პრემიერის განცხადებით, უკვე ყოფილმა მინისტრმა ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. პრემიერმა ალავიძეს მადლობა გადაუხადა და მინისტრის თანამდებობაზე ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი წარადგინა.

„დარწმუნებული ვარ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი, დარწმუნებული ვარ სივრცითი განვითარების კუთხით ვიხილავთ ძალიან ბევრ წარმატებას“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 

დღის ამბები