06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
თუ რუსეთი გამალებულ შეიარაღებას წამოიწყებს ამერიკა ამ პაექრობაში გაიმარჯვებს - პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა 

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო დიალოგის შინაარსი უკვე ცნობილია. 

NBC-ის ცნობით, რუსი კოლეგისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვის შემდეგ შეერთებული შტატების ლიდერმა შეიარაღების თემა წამოწია. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ თუ რუსეთს სურს ახალი სწრაფი შეიარაღების წამოწყება, ამერიკა მზადაა ამ პაექრობაში გაიმარჯვოს. 

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 20 მარტს შედგა.

NBC-ის ​მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაემთხვა ახალი რუსული რაკეტის გამოცდა. 
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "სარმატიპლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვეს.

დღის ამბები