20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების გაძევებას ვაშინგტონმა გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდა

რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების გამოძევებას ვაშინგტონმა გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, მოსკოვის ქმედებაზე შეერთებული შტატები ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

ჰიზერ ნოირტი დღეს შეეხო საქართველოდან შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლის გაძევებასაც.

„28 ქვეყანა შეუერთდა შეერთებულ შტატებს ჩვენი მოკავშირეების დასაცავად და 153 რუსი აგენტი გააძევა სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველო იყო უკანასკნელი, რომელიც შეუერთდა ამ ძალისხმევას. მათ დღეს განაცხადეს, რომ რუსეთის ერთ ჯაშუშს გააგდებენ, რაც მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსეთის სამეზობლოშია,“ - აცხადებს ჰიზერ ნოირტი.

სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას სამომავლოდ, რუსეთის ამ ნაბიჯს უპასუხონ.

ამერიკელი ანალიტიკოსებისთვის რუსეთის ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ელოდებოდნენ, რომ მოსკოვი ამერიკელ დიპლომატებს გააძევებდა. საქართველოს სოლიდარობაზე კი გაერთიანებულ სამეფოს მიმართ და თბილისის მიერ საელჩოს თანამშრომლის გაძევებაზე, აღნიშნეს, რომ ეს ხაზს უსვამს საქართველოს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილად ყოფნას.

„საქართველომ განიცადა კრემლის აგრესია უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. კრემლს მცდელობა ჰქონდა შეეცვალა საქართველოს საზღვრები. მე მესმის, რატომ იყო საქართველო ურყევად კრემლის აგრესიის წინააღმდეგ. ყოველთვის, როდესაც კრემლი აკეთებს საშინელებას დასავლეთის წინააღმდეგ და დასავლეთი პასუხობს დიპლომატების გაძევებით, ისინიც იგივე რაოდენობას აძევებენ. თუმცა ახლა დაბნეული ვარ ამ რაოდენობით,“ - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა, ჯონ ჰერბსტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს განაცხადეს, რომ რუსეთს მსხვერპლის როლი არ უნდა ჰქონდეს მორგებული და თუ ვინმეა, ამ სიტუაციის მსხვერპლი, ეს 2 ადამიანია, რომელიც ბრიტანეთში ამ წუთებშიც ჰოსპიტალში იმყოფებიან.

დღის ამბები