20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
„ეს არის კვირიკაშვილის დასასრულის დასაწყისი“ - ვაშაძე ალავიძის გადადგომაზე საუბრობს

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის გადადგომას და მის შემცვლელად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის დანიშვნას, "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს პარტია "ახალი საქართველო". 

გიორგი ვაშაძის თქმით, ნათელია, რომ გუნდის შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად. ვაშაძე თვლის, რომ ალავიძის გადადგომით პრემიერმა ამ პროცესს ყველაზე ნაკლებად ახლობელი პირი შესწირა.

„ეს არის კვირიკაშვილის დასასრულის დასაწყისი, იმიტომ , რომ ალავიძე იყო პირადად მისი თანაგუნდელი და როგორც ჩანს იმ თანაგუნდელებს შორის , რომელიც მთავრობაში ჰყავს ყველაზე ნაკლებად ახლობელი შესწირა ამ პროცესს.

მთავრობის მთავარი პრობლემა არის კვირიკაშვილი, რომელიც კაბინეტშია ჩაკეტილი“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები