06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
რომის პაპმა ფეხი 12 მსჯავრდებულს დაბანა - კათოლიკური სამყარო წითელ პარასკევს აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღეს - წითელ პარასკევს აღნიშნავს.

იერუსალიმში, ვია დოლოროსას ქუჩაზე, ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. სამგლოვიარო რიტუალს ვატიკანში რომის პაპი გაუძღვება, რომელმაც ტრადიცია არც წელს დაარღვია და ფეხთბანის წესი რომის ერთ-ერთ ციხეში შეასრულა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფეხი 12 მსჯავრდებულს დაბანა.მათ შორის იყვნენ მუსლიმებიც. საპატიმროს დატოვებამდე პაპი ციხის ხელმძღვანელს შეხვდა და განაცხადა, რომ სასიკვდილო განაჩენი არც ქრისტიანული და არც ჰუმანურია.

დღის ამბები