20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხელფასების ზრდას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხელფასების ზრდას აპროტესტებს. პარტიის ლიდერი, ნიკა მელია სიღნაღში ჩავიდა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, გადაწყვეტილება დროულად შეცვალონ.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტი აპირებს სიღნაღის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას. მაგალითად, სამსახურის უფროსებს თუკი დღემდე ჰქონდათ 1000 ლარი, ამიერიდან, მათ აქვთ სურვილი, რომ ჰქონდეთ 1500 ლარი... მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური უფლება არ აქვს  დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტს, ხელფასები მოუმატოს საკუთარი, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. მოვუწოდებ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს სიღნაღის საკრებულოს სხდომაზე 50-მდე თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა იგეგმება.

დღის ამბები