06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
თავდასხმა ხარკოვში - ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაშავებული ეროვნებით ქართველია

უკრაინის პოლიცია ხარკოვში მომხდარ თავდასხმას იძიებს. ერთ-ერთი რესტორნის წინ მყოფ პირებს უცნობმა მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, მეორე კი დაიჭრა. უკრაინული მედიის ცნობით, სროლის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანელია, ხოლო დაზარალებული ეროვნებით ქართველი.

პარალელურად, სამართალდამცველები კიევში მომხდარ ინცინდეტსაც იძიებენ. ქალაქის ცენტრში გვიან ღამით ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მისი ჩაქრობის შემდეგ კი მანქანა აფეთქდა.

დაშავდა ავტომობილის მფლობელი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.

დღის ამბები