რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალ მინისტრს ელოდებიან. საკუთარი გეგმების შესახებ მაია ცქიტიშვილს ჯერ არ უსაუბრია.
მაია ცქიტიშვილს სამინისტროში უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე დახვდება, რომელიც მას თანამშრომლებს წარუდგენს. როგორც სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, მინისტრის გადადგომა მათთვის მოულოდნელი იყო და ინფორმაცია ამის შესახებ, პრემიერის ბრიფინგიდან შეიტყვეს. მათივე თქმით, ისინი უწყებაში ძირეულ ცვლილებებს არ ელიან.
რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრს ზურაბ ალავიძეს, მას ოპოზიცია კორუფციაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ალავიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე მოსთხოვეს.
ალავიძესთან კითხვები აქვთ მმართველ პარტიაშიც. რამდენიმე კვირის წინ კი აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ინფრასტრუქტურის მინისტრი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებაში დაადანაშაულა.