„რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც მემკვიდრეობად დაგვიტოვა 2008 წელი, საოკუპაციო ძალასთან ერთად, არის გამორიცხული,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ხონში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმა ვანი-ხონის არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად გივი ჭიჭინაძე წარადგინა. პრემიერმა კანდიდატის წარდგენის დროს, ოპოზიციასთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამორიცხულია თანამშრომლობა, როგორც "ნაციონალურ მოძრაობასთან," ასევე იმ პარტიებთან, რომლებიც ენმ-ს გამოეყვნენ.
„გამორიცხულია მათთან და მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა.
„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყანა მიhყავს განვითარებისკენ.
წლებია საჭირო რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ სიღარიბის ჭაობიდან,"-განაცხადა პრემიერმა.