რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მივიდა. ცქიტიშვილი თანამშრომლებს უკვე ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
მაია ცქიტიშვილმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ის მუშაობას აპირებს. მთავარ პრიორიტეტებად მინისტრი სივრცით მოწყობას და თვითმმართველობის განვითარების პროექტებს ასახელებს.
„პრიორიტეტები რა თქმა უნდა, ისევე როგორც იყო გაცხადებული სივრცითი მოწყობაა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მოგეხსენებათ ძალიან დიდი და აქტიური დღის წესრიგია ამ მიმართულებით და ამიტომ ამაში უფრო აქტიურად ჩავერთვები იმისთვის, რომ ეს გეგმები განხორციელდეს, თუმცა ამასთან ერთად ეს არის რეგიონული განვითარების სამინისტრო და შესაბამისად, როგორც თვითმმართველობის განვითარება ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები დარჩება ამ სამინისტროს პრიორიტეტებში,“-განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მაია ცქიტიშვილს ამ საკითხზე კონკრეტულად არ უსაუბრია.
„მინისტრის მოადგილეებთან და სხვა ბატონებთან, თუ ქალბატონებთან არ მქონია მუშაობის გამოცდილება. ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რომ მეც ჩემი გადაწყვეტილებები მივიღო,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.