20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
„ჩვენი ამოცანაა, რომ ვანელების და ხონელების ძალა მთელ საქართველოს ვანახოთ" - გიგი უგულავა

ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ვანსა და ხონში მოაგვარებენ იმ პრობლემებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში წარმოიშვა.  

„ჩვენი ამოცანაა, რომ ვანახოთ ვანელების და ხონელების ძალა მთელ საქართველოს, რომ ვანსა და ხონში განწყობა იგივეა, რაც მთელ საქართველოში და ვანიდან და ხონიდან დაიწყება აგურ-აგურ დაშლა „ქართული ოცნების“ და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც 5-6 წლის განმავლობაში, მათ შორის ჭიჭინაძის დამსახურებით, მისი უმოქმედობით შექმნილია იმერეთში, კერძოდ ვანსა და ხონში,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები