ზვიად გამსახურდიას შვილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და საპროკურორო საბჭოს მიმართავს.
ცოტნე გამსახურდია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის უმოკლეს დროში დასრულებას ითხოვს. ზვიად გამსახურდიას შვილის თქმით, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კანონის დაცვა.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ახალი იმპულსი, ენერგია შევძინოთ ამ ყველაფერს და არ მივცეთ ხელისუფლებას იმ უკანონობის, უსამართლობის გაგრძელების საშუალება, რასაც აქამდე ახორციელებდნენ. ყოველ ნაბიჯზე გვიწევს გააფთრებული ბრძოლა, წინააღმდეგობა გვხვდება ჩვენი კანონიერ უფლებების განხორციელებისას,“- განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა ამბობს, რომ საქმის გამოძიებას ხელს „ივანიშვილის რეჟიმი“ უშლის.