20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მოსკოვში, საქართველოს ინტერესების სექციაში აკრედიტებული 8 ქართველი დიპლომატიდან ერთ-ერთი, გამოძევების მოლოდინშია

მოსკოვში, საქართველოს ინტერესების სექციაში აკრედიტებული 8 ქართველი დიპლომატიდან ერთ-ერთი, გამოძევების მოლოდინშია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, დღეს გაძევებით დაემუქრა ყველა იმ ქვეყნის დიპლომატს, ვინც რუსეთის წინააღდეგ დიპლომატიურ დემარშს შეუერთდა და რუსეთი საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ მედიასთან კომენტარის გაკეთებას დღეს თავი აარიდა. 

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში. პარტიები, რომლებიც რუსეთის მიმართ ღიად ლოიალურები არიან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებენ.

რადიკალურად განსხვავებულია პროდასავლური ოპოზიციის შეფასება. პოლიტიკოსების აზრით, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ დემარშში ჩართვა სწორი და მკაფიო სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო სწორ, ცივილიზებული სამყაროს მხარეს დგას.

ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას მმართველ გუნდშიც მთავრობის სწორ ნაბიჯად აფასებენ.

საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა. ჯასტინ მაკენზი სმიტი საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები