20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი კონტროლს ამკაცრებს - რუსი სამხედროები ახალგორთან ახალი საგუშაგოების გახსნას გეგმავენ

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმი კონტროლს ამკაცრებს. რუსი სამხედროები ახალგორთან ახალი საგუშაგოების გახსნას გეგმავენ, რისთვისაც აქტიურად ემზადებიან.

სოფელ ახმაჯის ბაზაზე ოკუპანტებს უკვე მომარაგებული აქვთ სრული აღჭურვილობა და უახლოეს დღეებში ახალი გამშვები პუნქტები ჯერჯერობით უცნობ ადგილებზე ამოქმედდება.

ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრებისა და საგუშაგოების გაძლიერება მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს.

მოძრაობის წევრები ასევე ამბობენ, რომ რომ რუსული ბაზა ელექტროენერგიას საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იღებს.

ადგილობრივები, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან ოკუპაციის ზოლს მიღმა, ადასტურებენ, რომ კონტროლი სულ უფრო მკაცრდება.

 

 

დღის ამბები