ხმაური და დაპირისპირება სიღნაღის საკრებულოში ხელფასების ზრდის გამო დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმის გარკვევას ცდილობდნენ, თუ რატომ დამალეს მმართველი გუნდის წევრებმა, რომ მოხელეების ნაწილს ანაზღაურება ჯერ კიდევ გასულ წელს მოემატა.
სიღნაღის საკრებულოს სხდომაზე ვითარება ისე დაიძაბა, რომ პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. განხილვისა და კამათის შემდეგ გაირკვა, რომ თანამშრომელთა რანგირებისა და ხელფასების ზრდის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.
ოპოზიციის პროტესტს არ იზიარებს „ქართული ოცნება.“ სიღნაღის ვიცე-მერი, მადონა ტაბატაძე ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს ამ ეტაპზე ანაზღაურება არ ემატებოდათ.
დაუბრუნდება თუ არა სიღნაღის საკრებულო ხელფასების ზრდის თემას გაურკვეველია, რადგან მუნიციპალიტეტმა ეს საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადადო.
ავტორი: ია გულიაშვილი.