20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
საშიში პრეცედენტი - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საქართველოს სუვერენულ უფლებებზე გავლენა მოახდინოს

ევროსასამართლოს საშიში პრეცედენტი და საქართველოს მთავრობის დაგვიანებული რეაქცია - კვიპროსისა და თურქეთის დავის განხილვის დროს სტრასბურგმა საბერძნეთს დააკისრა ითანამშრომლოს კვიპროსის არაღიარებულ ხელისუფლების მთავრობასთან.

ევროსასამართლოს ქვედა ინსტანციამ თურქეთი და კვიპროსი გაამტყუნა იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებულ რესპუბლიკასთან ერთ-ერთ კერძო სისხლის სამართლის საქმეზე არ ითანამშრომლეს.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტზეც იქონიებს გავლენას.

საქართველოს მაგალითზე ეს ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური თბილისი დაავალდებულონ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან ითანამშრომლოს.

კვიპროსის შემთხვევაში საქმე ეხება რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2005 წელს მომხდარ მკვლელობას, რომელში ეჭვმიტანილებმაც თავი სწორედ არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსს შეაფარეს. გამოძიება ამის გამო ჩიხში შევიდა, მოკლულების ნათესავებმა კი ევროსასამართლოში იჩივლეს.

სამართლის ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ კვიპროსის დავაში მესამე მხარედ არ ჩაერთო და საქართველოს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პოზიცია არ დაიცვა.

ქართული მხარე დავაში უკვე ვეღარ ჩაერთვება, რადგან დიდმა პალატამ განხილვები დაიწყო. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ ევროსასამართლოს ბოლო ინსტანცია საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და ქვეყნის სუვერენულ უფლებებს არ გადაკვეთს.

 

დღის ამბები