06 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალური საკონსულო დღეიდან მუშაობას წყვეტს

დიპლომატების გაძევების ფონზე, დღეიდან სანკტ-პეტერბურგში ამერიკის გენერალური საკონსულო მუშაობას წყვეტს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა უკვე ცარიელია. რუსეთის საგარეო უწყებამ ამერიკელ დიპლომატებს საკონსულოს შენობის დასაცლელად დრო 31 მარტამდე მისცა.

გადაწყვეტილება საკონსულოს დახურვის შესახებ ლავროვის უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაშნგტონმა 60 რუსი დიპლომატის გაძევებასთან ერთად, სიეტლში მოქმედი რუსეთის საკონსულო დახურა.

საკონსულომ მუშაობა რამდენიმე საათის წინ შეწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა შენობა დღის ბოლომდე უნდა დაცალონ და შემდგომ ქვეყანაც დატოვონ.

დღის ამბები