20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე - გიგი უგულავა პრემიერზე

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა, პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი არასათანადო ტერმინებით საუბრობს, რაც მაღალი თანამდებობის პირს არ შეეფერება.

ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ოპონენტებზე კრიტიკული განცხადებების ნაცვლად, მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემები უნდა მოაგვაროს.

„მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, მაგრამ, სამწუხაროდ, გაიმეორა პუტინის რუსეთის ბრალდება ევროპული საქართველოს მიმართ 2008 წლის ომთან დაკავშირებით... ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად თანამდებობისთვის შეუფერებელი, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე, რაც ქვეყნისთვის არის ძალიან საგანგაშო,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები