20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
გაუარესებული დემოგრაფიული მაჩვენებლები, ბუნებრივია, უკავშირდება ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

2017 წელს საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.

საქსტატის ახალ მონაცემებთან დაკავშირებით ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, აზრით, ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით. ევროპული საქართველო ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს.

„გაუარესებული დემოგრაფიული მაჩვენებლები, ბუნებრივია, უკავშირდება ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეს. სიღარიბე თავისთავად გამოწვეული არის ქართული ოცნების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები