06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ღაზის სექტორში არეულობა მსხვერპლით დასრულდა

ღაზის სექტორში არეულობა მსხვერპლით დასრულდა. პალესტინელებსა და სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად 16 ადამიანია დაღუპული.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა ჰამასის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მარშის ორგანიზატორებმა წინასწარ განაცხადეს, რომ დაბრუნების მარშის მიზანი ისრაელის საზღვრის გარღვევა იყო, რის საშუალებაც მათ სამხედროებმა არ მისცეს.

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ სამხედროებმა აქციის მონაწილეებს პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი. შეტაკებისას კი 1500-მდე ადამიანი დაშავდა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ისრაელში. სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი მხოლოდ მათზე მიტანილი იერიშის შემდეგ გახსნეს და მტკიცებულების სახით ვიდეო მასალაც გაავრცელეს.

მაღალჩინოსნების განცხადებით, ეს იყო ჰამასის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. მარში ებრაელთა რელიგიურ დღესასწაულს, პასეკს დაემთხვა, რა დროსაც ისრაელის არმია საბრძოლო მზად ყოფნაში იყო მოყვანილი.

დღის ამბები