06 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
გადაუღებელ წვიმას თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონში წყალდიდობა მოჰყვა

გადაუღებელ წვიმას თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონში წყალდიდობა მოჰყვა. ძლიერი წვიმების შემდეგ ედირნეს რეგიონში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და ათობით დასახლება დატბორა.

რამდენიმე სოფელი რეგიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი, განადგურდა ნათესები. წყლის ძლიერმა ნაკადმა ქალაქ ედირნეში ისტორიული ხიდი დაანგრია და ღირშესანიშნაობები დააზიანა.

ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. რეგიონში სამაშველო ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები