06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
სროლა წითელი პარასკევის პროცესიის დროს - რელიგიური დღესასწაული მექსიკაში მსხვერპლით დასრულდა

რელიგიური დღესასწაული მექსიკაში მსხვერპლით დასრულდა. ქალაქ აკაპულკოში წითელი პარასკევის პროცესიის დროს სროლა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება პოლიციასა და შეიარაღებულ მამაკაცს შორის მოხდა.

მედიის ცნობით, იმ დროს როდესაც ცენტრალურ ქუჩაზე მომლოცველების პროცესია მიმდინარეობდა, ეჭვმიტანილმა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილი გაიტაცა. მას პოლიცია აედევნა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის გამო მომლოცველებმა პროცესია შეწყვიტეს.

გამოძიება მომხდარის დეტალებს არ ახმაურებს.

დღის ამბები