20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
არ ვაპირებთ, ხელისუფლებისთვის მოსაწონი კანდიდატი ვეძებოთ - ხოშტარია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატზე

"მთავარი არის დემოკრატიული პრინციპი, რომ ნებისმიერ უმცირესობას უნდა ჰქონდეს კვოტა. ეს არის კანონით გაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა თუ ამ დემოკრატიულ პრინციპს პატივს სცემს, ხმა უნდა მისცეს," - ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ისევ ნინია კაკაბაძეს წარადგენს. პარლამენტმა პირველ წარდგენაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო.

ელენე ხოშტარიას თქმით, უმცირესობის კვოტით ისევ ნინია კაკაბაძეს წარდგენენ და ევროპული საქართველო ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატურას არ გაუწევს ლობირებას.

„ჩვენ, ევროპული საქართველო, არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებისთვის მოსაწონი კანდიდატი ვეძებოთ. ეს პრინციპულად მიუღებელია და პრინციპის საკითხია, სწორედაც რომ ოპოზიციის დაყენებული კანდიდატი გავიდეს. კარგია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები მხარს უჭერენ ამ პრინციპს და თავად ნინია კაკაბაძესაც და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ ჯერზე მაინც მიხვდება, რომ აქ საკითხი დგას არც პარტიაში და არც პიროვნებაში, არამედ დემოკრატიულ პრინციპში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები