06 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
ამერიკელმა სამართალდამცველებმა კოლეჯში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა კოლეჯში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ ტაივანელი სტუდენტი დააკავა, რომელიც სასწავლებელში თავდასხმას გეგმავდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 18 წლის ახალგაზრდაა, რომელიც შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, ის კოლეჯში ცეცხლსასროლი იარაღით შეჭრას და სისხლისღვრის მოწყობას აპირებდა. ამ მიზნით ეჭვმიტანილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ინტერნეტით ცდილობდა.

პოლიციამ მისი კურსელების დაკითხვის შედეგად, არშემდგარი ტერაქტის თარიღიც გაარკვია. დაკავებულმა მეგობრები გააფრთხილა, რომ პირველ მაისს კოლეჯში არ მისულიყვნენ, რადგან იმ დღეს თავდასხმას გეგმავდა.

სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას საბრძოლო მასალები და ჯავშანჟილეტი ამოიღეს. 

დღის ამბები