06 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
მოსკოვმა "პერსონა ნონ-გრატად" გამოცხადებული ბრიტანელი დიპლომატების რაოდენობა გაზარდა

მოსკოვმა "პერსონა ნონ-გრატად" გამოცხადებული ბრიტანელი დიპლომატების რაოდენობა გაზარდა. BBC-ის ინფორმაციით, სერგეი ლავროვის უწყება ქვეყნიდან დამატებით კიდევ 27 დიპლომატს აძევებს.

დიპლომატიური მისიის შესამცირებლად მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა. ამ ფონზე, დღეიდან სანქტ-პეტერბურგში ამერიკის გენერალური საკონსულომაც შეწყვიტა მუშაობა. რუსეთის საგარეო უწყებამ ამერიკელ დიპლომატებს საკონსულოს შენობის დასაცლელად დრო 31 მარტამდე მისცა.

გადაწყვეტილება საკონსულოს დახურვის შესახებ ლავროვის უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაშინგტონმა 60 რუსი დიპლომატის გაძევებასთან ერთად, სიეტლში მოქმედი რუსეთის საკონსულო დახურა.

საკონსულომ მუშაობა უკვე შეწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა შენობა დღის ბოლომდე უნდა დაცალონ და შემდგომ ქვეყანაც დატოვონ.

დღის ამბები