20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
ენმ-ის ლიდერები გორში პენსიონერებს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის სხვა ლიდერები დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ადგილობრივ პენსიონერებს შეხვდნენ.

პარტიის წევრებმა პენსიონერებს პარტიის კონცეფცია გააცნეს, რომლის მიხედვითაც, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარი გახდება.

„უამრავი პრობლემა არსებობს, არანაირი გადაჭრის გზები არ გააჩნია ხელისუფლებას, მაგრამ ერთი რამ ძალიან კარგად ისწავლეს, ეს არის საკუთარი მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების ზრდა. ამიტომ ყველა, დაწყებული პენსიონერით, გაგრძელებული ახალგაზრდებით, ერთად უნდა დავდგეთ, რათა ეს ადამიანები, ვინც, როგორც აღმოჩნა, მოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ, საშოვარზე, რაც შეიძლება, მალე გავუშვათ სახლებში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილობრივებმა სოფელში არსებულ სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს.

დღის ამბები