06 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
პირველი უცხოური ვიზიტის შემდეგ კიმ ჩენ ინმა საჯარო შეხვედრები დაიწყო

პირველი უცხოური ვიზიტის შემდეგ კიმ ჩენ ინმა საჯარო შეხვედრები დაიწყო. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა.

შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც კიმ ჩენ ინმა თომას ბახი საფეხბურთო მატჩზე დაჰპატიჟა. მოლაპარაკების მთავარი თემა ტოკიოსა და პეკინში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები გახდა.

კიმ ჩენ ინმა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში და 2022 წლის ზამთრის თამაშებში ჩრდილოეთ კორეის ნაკრების მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თომას ბახს იმისთვის, რომ სამხრეთ კორეაში ჩატარებულ ოლიმპიადაში ჩრდილო-კორეელ სპორტსმენებს მონაწილეობის უფლება მიეცათ.

დღის ამბები