ვაშინგტონი რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევებას მიესალმება.
განცხადება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.
ელიზაბეტ რუდის თქმით, რუსი დიპლომატებისა და დაზვერვის ოფიცრების გაძევება არის მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მის ქმედებას დასავლეთი ყოველთვის ერთიან პასუხს გასცემს.
„რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს შედეგები ყოველთვის მოჰყვება. საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, ვინც რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბრიტანეთის მოქალაქისა და მისი შვილის წინააღმდეგ სამხედრო დანიშნულების ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე. მივესალმებით საქართველოს ამ ნაბიჯს, ის სრულად შეესაბამება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
"გადაწყვეტილება, რომელიც 28 ქვეყანამ და შეერთებულმა შტატებმა რუსი დიპლომატებისა და დაზვერვის ოფიცრების გაძევებასთან დაკავშირებით მიიღეს, არის მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ ჩვენი პასუხი მის ქმედებებზე ყოველთვის ერთიანი იქნება,“ - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.