ქართული ოცნება რეგიონული კონფერენციების გამართვას განაგრძობს. ამ წუთებში პარტიის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ახალციხეში იმყოფება. მანამდე კი კონფერენცია მცხეთასა და გორში გაიმართა. აირჩიეს პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები.
შეხვედრას თბილისის მერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ. მათ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართეს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მოსახლეობას სიტყვით პრემიერმაც მიმართა.
„გამოწვევა ქვეყანაში ბევრია, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს სანუკვარ მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის შექმნა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.