თბილისის მერია ყველა იმ ადგილზე, სადაც ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობდა, განაშენიანების გეგმების შემუშავებამდე მშენებლობების შეჩერებას გეგმავს.
კახა კალაძის თქმით, პირველი პრეცედენტი ლისის ტბის ტერიტორიის გეგმის შემუშავება იქნება. მისივე განცხადებით, ჩარჩო-გეგმის შემუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
„რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ ჩვენ ზუსტად მივაწოდოთ იმ ადამიანებს, ვისაც იქ ნაკვეთები აქვთ, როგორ განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი. ზოგადად, ლისის ტბა თავისი რეკრეაციით არის უმნიშვნელოვანესი ქალაქისთვის და მისი სწორად განვითარება, რომ არ მივიღოთ ჩვენ ქაოტური განაშენიანება ამ კონკრეტული ტერიტორიის, შემოვთავაზებთ მესაკუთრეებს, თუ როგორ უნდა განვავითაროთ, უნდა იყოს დაბალი თუ მაღალი განაშენიანება. დღეის მდგომარეობით, არ არსებობს იქ არანაირი ინფრასტრუქტურა, არ არსებობს გზები, წყალი, კანალიზაცია, ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.