06 ოქტომბერი 2024,   04:39
ვრცლად
შეტაკებები ბეთლემში-აღდგომას ბეთლემსა და იერუსალიმში მცხოვრები კათოლიკეები მასობრივი არეულობის ფონზე შეხვდნენ

აღდგომას ბეთლემსა და იერუსალიმში მცხოვრები კათოლიკეები მასობრივი არეულობის ფონზე შეხვდნენ. წმინდა მიწაზე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის გვიან ღამემდე გაგრძელდა. არიან დაშავებულებიც. პალესტინის ავტონომიაში აცხადებენ, რომ შეტაკების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ღაზას სექტორისა და ისრაელის ადმინისტრაციული საზღვრიდან სროლის ხმაც გაისმა. სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ პალესტინელებმა ისევ სცადეს საზღვრის გარღვევა, რა დროსაც სამხედროებმა ჰაერში გაისროლეს. ვითარება ახლო აღმოსავლეთში პარასკევს დაიძაბა, როდესაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს და საზღვრის გარღვევა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამხედროებმა არ მისცეს. აქცია მოძრაობა ჰამასის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. არეულობას 15 პალესტინელი ემსხვერპლა. გაერო და ევროკავშირი მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.  

დღის ამბები