06 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ჩინური კოსმოსური სადგური "ტიანგონგ 1" წყნარ ოკეანეში ჩავარდა

მწყობრიდან გამოსულიჩინური კოსმოსური სადგური "ტიანგონგ 1" წყნარ ოკეანეში ჩავარდა. სადგური დედამიწის ატმოსფეროში, თბილისის დროით 4:15 საათზე შემოვიდა.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, 8 ტონიანი სადგურის ნამსხვრევების დიდი ნაწილი, წყნარი ოკეანის თავზე, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ დაიწვა.

სადგურის ვარდნის ტრაექტორიას მეცნიერები მთელი მსოფლიოდან აკვირდებოდნენ.

ჩამოვარდნამდე, ექსპერტებმა რისკის რამდენიმე ზონა განსაზღვრეს, სადაც კავკასია და მათ შორის საქართველოც შედიოდა.

კოსმოსური სადგური ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 2011 წელს გაიყვანა, ხოლო 2016 წელს ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მასზე კონტროლი დაკარგა.

დღის ამბები