06 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ამბოხება მექსიკის ციხეში - სპეცოპერაციას 7 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

მექსიკის ერთ-ერთ ციხეში ჩატარებულ სპეცოპერაციას 7 სამართალდამცველი ემსხვერპლა.

პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმები ვერაკრუზის რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამბოხის ჩასახშობად შევიდნენ. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეტაკებები პოლიციასა და პატიმრებს შორის ციხის შენობაში მოხდა, სადაც მოგვიანებით მსჯავრდებულებმა ხანძარიც გააჩინეს. ამ დრომდე არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღის ამბები