06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
რუსეთმა ანტიბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ანტიბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განახლებული რაკეტა ყახაზეთში, სარიშაგანის პოლიგონიდან გაუშვეს.

პროცესის ამსახველი ვიდეომასალა შოიგუს უწყებამ ინტერნეტით გაავრცელა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გამოცდა წარმატებით დასრულდა და რაკეტა სამიზნეს დადგენილ დროში მოხვდა.

ანალოგიური გამოცდა ამავე პოლიგონზე მოსკოვმა თებერვლის შუა რიცხვებშიც ჩაატარა.

დღის ამბები