06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ვიქტორ იუშჩენკო ევროპას უფრო მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო ევროპას უფრო მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს. ვიქტორ იუშჩენკომ BBC-სთან ინტერვიუში სკრიპალების მოწამვლის შესახებ ისაუბრა და საკუთარი ისტორიაც გაიხსენა.

უკრაინის ყოფილი ლიდერი 14 წლის წინ დიოქსინით მოწამლეს და მაშინაც პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა. ვიქტორ იუშჩენკო იმედოვნებს, რომ ევროპა რუსული საფრთხის მიმართ ახლა მაინც გამოფხიზლდება.

„გულსატკენია, რომ დღეს ევროპა ასეთი ბრმაა. სამწუხაროა ისიც, რომ ერთმანეთის მიმართ არამეგობრული არიან და არასაკმარისია სოლიდარობა რუსეთის პოლიტიკის მიმართ. ძალიან მინდა, რომ საბოლოოდ რეალობად იქცეს ის იდეა, რასაც "ერთიან ევროპას" ვუწოდებთ,“ - განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.

დღის ამბები