06 ოქტომბერი 2024,   04:40
ვრცლად
სკრიპალის საქმე - ლავროვი ბრიტანეთს და აშშ-ს სიცრუეში ადანაშაულებს 

სერგეი ლავროვი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს სიცრუესა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კვლავ ირწმუნება, რომ მოსკოვს სკრიპალების მოწამვლის არანაირი მოტივი არ ჰქონდა და ამ თავდასხმასთან არც კავშირი აქვს. მისივე თქმით, ბრიტანეთისა და ამერიკელების ღია ტყუილს სხვა ქვეყნები ბრმად მიყვებიან.

პარალელურად, ბრიტანელი გამომძიებლები ახალ ვერსიაზე მუშაობენ.

უკვე დაკითხეს იულია სკრიპალის მეგობარი ქალი, რომელმაც მოსკოვიდან მათ წიწიბურა, დაფნის ფოთლები და სუნელები ჩაუტანა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ნეიროტოქსინი "ნოვიჩოკი" სწორედ წიწიბურაში იყო გარეული. 

დღის ამბები