06 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ერევანში - დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ბავშვია

ძლიერი აფეთქება ერევანში - უბედური შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე "ბურგერ კინგის" რესტორნის შენობაში გუშინ, დღის ბოლოს მოხდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულები სომხეთის, ირანისა და რუსეთის მოქალაქეები არიან. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონის დაზიანებამ გამოიწვია.

დღის ამბები