06 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
ავღანეთში სამთავრობო ძალების საჰაერო იერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციაში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შეტევის სამიზნე "თალიბი" მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, საჰაერო იერიშის დროს ჭურვი ადგილობრივ მეჩეთს დაეცა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა.

დღის ამბები