06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
4 გარდაცვლილი და რამდენიმე დაკარგული - ტროპიკული ციკლონი ფიჯიზე 

უამინდობას ფიჯიზე მსხვერპლი მოჰყვა. კუნძულებს ტროპიკული ციკლონი დაატყდა თავს. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. არიან დაშავებულებიც.

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია კუნძულ ვიტილევუზე, სადაც ამ დრომდე მაშველები დაკარგულებს ეძებენ. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პარალიზებული საავტომობილო მიმოსვლაც.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულ რეგიონიდან 1800-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

დღის ამბები